[Georgia] Scratch Camp 2026 ----- მიაუ! Scratch Camp 2026-ის დრო ახლოვდება და შენც გეპატიჟებით! წლევანდელი ბანაკის თემაა „თავგადასავლები დროში“ და ის ოფიციალურად ორშაბათს, 27 ივლისს იწყება. ბანაკი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება; ყოველ კვირას გექნებათ შესაძლებლობა, შექმნათ პროექტები კონკრეტულ თემაზე. მონაწილეობა უფასოა და შეუძლია ნებისმიერს — უბრალოდ ჩაერთე ბანაკის სტუდიებში. ხშირად დასმული კითხვები: კ: როგორ მივიღო მონაწილეობა ბანაკში? პ: მონაწილეობის მისაღებად შექმენი პროექტები Scratch Camp-ის სტუდიებისთვის! ბანაკის თითოეულ კვირას მთავარ გვერდზე ახალი Scratch Camp-ის სტუდია გამოჩნდება. ასევე შეგიძლია დატოვო კომენტარები ბანაკის სტუდიებში და სხვების პროექტებზე! კ: შემიძლია თუ არა მონაწილეობის დაწყება ახლავე? პ: დიახ! გააკეთე ამ პროექტის რემიქსი (remix), დაამატე საკუთარი თავი, როგორ ემზადები Scratch Camp-ისთვის, და გაავრცელე ინფორმაცია, რომ ბანაკი მალე იწყება! როცა დაასრულებ, აუცილებლად დაამატე ის ჩვენს „ბანაკის შტაბ-ბინის“ (Camp Headquarters) სტუდიაში: https://scratch.mit.edu/studios/51825208 ბანაკი იწყება ორშაბათს, 2026 წლის 27 ივლისს — შევხვდებით იქ! მიაუ! =^..^=